მატერიალური ბაზა 105 2021-11-18T13:08:18+04:00

წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი

წყალმომარაგების, წყალარინების,თბოაირმომარაგების და შენობების  საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის ლაბორატორიები

დღეისათვის არსებულ ლაბორატორიებში  ტარდება  ლაბორატორიული მეცადინეობები შენობების სანტექნიკურ მოწყობილობებში და პრაქტიკული მეცადინეობები ტუმბოებსა და სატუმბო სადგურებში.

ტუმბოებსა და სატუმბო სადგურებში: ტუმბოს სრული აწევის სიმაღლის განსაზღვრა, ტუმბოს ტიპის (მარკის) შერჩევა და მათი რაოდენობის განსაზღვრა; ცენტრიდანული ტუმბოს მუშა მახასიათებელი მრუდების და მილსადენის მახასიათებელი მრუდის აგება, კრიტიკული წერტილის პოვნა; ტუმბოს პარალელური და მიმდევრობითი მუშაობის შესწავლა, ჯამური მახასიათებელი მრუდების აგება, ტუმბოს და მილსადენის ერთდროული მუშაობის ანალიზი, ფაქტიური ხარჯი და ა.შ.

შენობების სანტექნიკურ მოწყობილობებში: წყალდამხარჯი არმატურის ჰიდრავლიკური მახასიათებლების განსაზღვრა; დაწნევების მიხედვით არარაციონალური ხარჯის დადგენა; ფრთიანი ჩქაროსნული წყალსაზომების მახასიათებლების დადგენა; ტურბინული წყალსაზომების მახასიათებლების დადგენა; ინდივიდუალური ჩამრეცხი ავზის და ტივტივიანი სარქველის მუშაობა; ჩარეცხვის ხარჯებისა მოცულობების ნორმატიულ სიდიდეებთან შედარება და ა.შ.

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის  საერთაშორისო სამეცნიერო ავტორიტეტითა და უდიდესი ძალისხმევით, მიღწეულია შეთანხმება ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის სამშენებლო ფაკულტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ულტრათანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ. ლაბორატორია მოემსახურება როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ასევე საექსპერტო პროცესებს შემდეგი მიმართულებებით: ჰიდრავლიკა; ჰიდრომექანიკა; ჰიდროლოგია, წყლის დამუშავება- გაწმენდა; მექატრონიკა; თერმოტექნიკა; შედუღება; ეკოლოგიის ლაბორატორია და მექანიზმების კომპიუტერული კონტროლის ლაბორატორია.

წყლის ხარისხის განსაზღვრის ლაბორატორია

ლაბორატორია უზრუნველყოფს არამარტო სასწავლო–სამეცნიერო–კვლევით პროცესს, არამედ იგი წარმოადგენს ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია წყალმომარაგების და წყალარინების ნაგებობების საექსპერტო ღონისძიებების ჩატარება კომერციულ საფუძველზე.

ლაბორატორია უზრუნველყოფს შემდეგ სასწავლო–სამეცნიერო–კვლევით პროცესს და საექსპერტო სამუშაოებს შემდეგი მიმართულებებით:

  • წყლის გაწმენდის ტექნოლოგიები
  • წყლის ხარისხის განსაზღვრა
  • წყლის ქიმია და მიკრობიოლოგია

შეძენილია შემდეგი ხელსაწყოები: pH-მეტრი, კონდუქტომეტრი, პოტენციომეტრი, იონომეტრი, რომლებიც გამოყენებული იქნება, როგორც სასწავლო, ასევე კვლევითი მიზნებისათვის.

pH- მეტრი

PH მეტრი არის ხელსაწყო, რომელიც ზომავს წყალბადის იონურ აქტივობას წყალზე დაფუძნებულ ხსნარებში, მის მჟავიანობას ან ტუტეობას pH-სკალაზე. pH- ქიმიაში აღნიშნავს სკალას, რომელიც განსაღვრავს მჟავიანობის მაჩვენებელს. მჟავახსნარებს დაბალი pH აქვთ, ხოლო ძირეულ ფუძეხსნარებს მაღალი pH. ოთახი სტემპერატურაზე (25°C) სუფთა წყალს 7 pH აქვს და არც მჟავა და არც ფუძე ბუნებასავლენს. გამოიყენება სასმელი და ჩამდინარე წყლებში pH-მაჩვენებელის დასადგენად. ხელსაწყოს სასწავლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში იგი საშუალებას იძლევა მის საფუძველზე ჩამოყალიბდეს სტუდენტებისათვის სხვა და სხვა ლაბორატორიული სამუშაო.

ph-მეტრი

კონდუქტომეტრი

ხელსაწყო განკუთვნილია სხვა და სხვასითხეების ხვედრითი ელექტრული გამტარებლობის განსაზღვრისათვის. ხელსაწყო გამოიყენება სახალხო მეურნეობის მრავალსფეროში, სადაც სხვა და სხვა ხსნარების (მათ შორის აგრესიულიც), კუთრიელ. გამტარებლობის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს. ხელსაწყოს სასწავლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში იგი საშუალებას იძლევა მის საფუძველზე ჩამოყალიბდეს სტუდენტებისათვის სხვა და სხვა ლაბორატორიული სამუშაო.

კონდუქტომეტრი

პოტენციომეტრი

პოტენციომეტრი არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სამუშაო ელექტროდსა და საცნობარო ელექტროდს შორის პოტენციური განსხვავების გასაზომად, როდესაც ორივე ჩაფლულია ხსნარში.

აქვს სამუშაო და საცნობარო ელექტროდი. საცნობარო ელექტროდის შემთხვევაში მას აქვს ცნობილი, მუდმივი და სტაბილური პოტენციალი სამუშაო ელექტროდისგან განსხვავებით. სხვა და სხვასა ცნობარო ელექტროდების გამოყენებით შესაძლებელია ისეთი იონების კონცენტრაციის დადგენა, როგორიცა K, Na, NO3, NH4, SO42+, Ca2+, Mg2+ და ა.შ. გამოიყენება სასმელი და ჩამდინარე წყლებში სხვადასხვა იონების კონცენტრაციის დასადგენად. ხელსაწყოს სასწავლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში იგი საშუალებას იძლევა მის საფუძველზე ჩამოყალიბდეს სტუდენტებისათვის სხვა და სხვა ლაბორატორიული სამუშაო.

პოტენციომეტრი

იონომეტრი

მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სითხის გასაანალიზებლად მეთოდით, რომელიც ემყარება განსაზღვრული იონების აქტივობაზე (ელექტროდულ სისტემაში), იონომეტრის დახმარებით იძებნება იონების კონცენტრაციის აქტივობა, მასა და მოლური წილი ხსნარში, ხსნარის ტემპერატურა და ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი. გამოიყენება სასმელი და ჩამდინარე წყლებში სხვადასხვა იონების კონცენტრაციის აქტივობა. ხელსაწყოს სასწავლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში იგი საშუალებას იძლევა მის საფუძველზე ჩამოყალიბდეს სტუდენტებისათვის სხვა და სხვა ლაბორატორიული სამუშაო.

იონომეტრი

როგორც ცნობილია, მიღწეულია შეთანხმება ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის სამშენებლო ფაკულტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ულტრათანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ. ლაბორატორია მოემსახურება როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ასევე საექსპერტო პროცესებს შემდეგი მიმართულებებით: ჰიდრავლიკა; ჰიდრომექანიკა; ჰიდროლოგია, წყლის დამუშავება- გაწმენდა; მექატრონიკა; თერმოტექნიკა; შედუღება; ეკოლოგიის ლაბორატორია და მექანიზმების კომპიუტერული კონტროლის ლაბორატორია.