ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი (N104) 2021-11-18T11:43:59+04:00
პროფესორი
მირიან ყალაბეგაშვილი

კონტაქტი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავა, 68
სტუ-ს I სასწავლო კორპუსი, ოთახი 205


ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი

ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის მიზანია იყოს განათლებისა და მეცნიერების გლობალური სასწავლო-სამეცნიერო საინჟინრო ცენტრი, რომელიც ფორმირებას გაუწევს უნივერსიტეტის შემოქმედებით სფეროს, მოამზადებს მკვლევარებს და სპეციალისტებს, საზოგადოების წარმატებულ წევრებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვიტონ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანები.

იყოს წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის. აქტიურად  დაამუშაოს და განავითაროს  სხვადასხვა დონის სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადება, უზრუნველყოს  მეცნიერების განვითარების უწყვეტობა და  ინტეგრაცია მსოფლიო განათლებისა სამეცნიერო საზოგადოებასთან. მოამზადოს ჰიდროტექნიკური მშენებლობის მიმართულებით მაღალი დონის საინჟინრო და სამეცნიერო კადრები საერთაშორისო მოთხოვნების შესატ­ყვისად; პროფესიულმა დონემ უნდა უზრუნველყოს მათი მაღალი კონკურენტუნარიანობა, როგორც ადგილობრივ ისე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

კურსდამთავრებულები  წამყვან საინჟინრო ძალას უნდა წარმოადგენდნენ  ჩვენს ქვეყანაში ჰიდროტექნიკური ობიექტების პროექტირებასა და ასევე მათ ექსპლუატაციაში არსებული პრობლემების საინჟინრო კვლევებსა და გადაწყვეტებში.

ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

  • დამუშავდეს და დაინერგოს ახალი საგანმანათლებო პროგრამები და სწავლების ფორმები, რომლებიც მიმართული იქნება კადრების მომზადების, მათი სრულყოფისა და მოდერნიზაციისაკენ;
  • განვითარდეს სამეცნიერო-პედაგოგიური პოტენციალი, რომელიც აქტიურად სრულყოფს და გააღრმავებს ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს;
  • განვითარდეს და გაღრმავდეს გრძელპერიოდის ურთიერთობა უმაღლეს სასწავლებლებსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • მოამზადოს:
  • ბაკა­ლავრები და პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან პრაქტიკული საინჟინრო  მიმართულებით, ასევე;
  • მაგისტრები და დოქტორები – ორიენტი­რებულნი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე.

სასწავლო მუშაობაში  დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ჩვენს ქვეყანაში ექსპლუატაციაში არსებული ჰიდროტექნიკური ობიექტების საინჟინრო პრობლემებში ჩართულობას. საინჟინრო საკითხები მუშავდება თემების სახით და განიხილება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე.

სამეცნიერო მუშაობა წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა (კაშხლები, სადაწნეო და უდაწნეო გვირაბები, მიწისქვეშა ნაგებობები) სიმტკიცე და მდგრადობა საექსპლუატაციო დატვირთვების სტატიკური და სეისმური ზემოქმედებისას;
  • არასტაციონალური სადაწნეო და უდაწნეო ფილტრაციული რეჟიმები ნაგებობებსა და მათ ფუძეებში;
  • არასტაციონალური ტემპერატურული პროცესები და თერმული ძაბვები და ბზარმედეგობა ბეტონის კაშხლებში;
  • კოშკურა ტიპის წყალმიმღებებ ნაგებობათა სეისმომედეგობა;
  • კალაპოტური პროცესები;
  • ჰესების ექსპლუატაციის რეჟიმები და მათი ენერგო-ეკონომიკური ეფექტურობა;
  • ტალღური პროცესები და საზღვაო ნაგებობები.

სადოქტორო და სამაგისტრების ნაშრომები უპირატესად ასახავს ჰიდროტექნიკის კვლევის თანამედროვე საინჟინრო პრობლემებს, ჩვენს ქვეყანაში მშენებარე და ექსპლუატაციაში მყოფი ჰიდროტექნიკური ობიექტების ჩათვლით. ხსენებული მიმართულებით ბოლო 5 წლის ფარგლებში დაცულ იქნა 7 სადისერტაციო ნაშრომი.

კვლევის დამამთავრებელ სტადიაშია 5 სადისერტაციო  ნაშრომი. ესენია:

  • კაშხლისა და ფუძის მდგრადობის ანალიზი;
  • არასტაციონალური თერმული რეჟიმის გავლენა ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ბზარგანვითარებაზე;
  • სადაწნეო გვირაბების ფორმის დასაბუთება საშუალო სიმტკიცის  გეოლოგიურ გარემოს არსებობისას;
  • ფართოზღურბლიანი წყალსაშვის წყალსაგდებ ნაგებობასთან შეუღლების ჰიდრავლიკური გაანგარიშება;
  • ბეტონის შეკლებისა და ბზარმედეგობის თეორიულ-ექსპერიმენტული კვლევა ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის მეთოდით.

საინჟინრო კვლევები ემყარება კვლევის თანამედროვე რიცხვით მეთოდებს. სტატიკის და სეისმიკის ამოცანების გაანგარიშება ემყარება ამონახსნებს სასრული და სასაზღვრო ელემენტების მეთოდების გამოყენებით

კვლევები არასტაციონალური ფილტრაციისა და ტემპერატურული რეჟიმებით გამოწვეულ თანამდევ ძაბვების გათვალისწინებით იყენებს კლასიკურ ამონახსნებს, ასევე რიცხვით მეთოდებს.

საინჟინრო ამოცანების რიცხვით გაანგარიშებებში გამოიყენება თანამედროვე კომპლექსური პროგრამები – LIRA, ANSYS და სხვა.

დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით მიმდინარეობს:

  • ენგურჰესის, ჟინვალჰესის, ხრამჰესის, სიონჰესის, ალგეთის და სხვა, როგორც მაღალდაწნევიანი ობიექტების ასევე, დაბალდაწნევიანი კაშხლებისა და გვირაბების მონიტორინგის შედეგების ანალიზი და მათი საიმედოობის შეფასება;
  • ნამახვანჰესის კასკადის, ნენსკრა ჰესის, მესტიაჭალა და სხვა ჰესების ექსპერტიზა;
  • სამეცნიერო კვლევები გრანტების გამოყენებით.

დეპარტამენტის მატერიალური ბაზა მოიცავს ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვლევის სასწავლო ლაბორატორიებს. რეალური ობიექტებისათვის გამოიყენება  სტუს  სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია.

საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის პროექტირება, რომლის მშენებლობა გათვალისწინებულია 2018 წელს. ლაბორატორია განკუთვნილია ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სტატიკური და სეისმური კვლევების, ტალღური და კალაპოტური პროცესების, ასევე წყლის ლაბორატორიული კვლევებისათვის.   ლაბორატორია აღჭურვილი იქნება კვლევის უახლესი დანადგარებით, მათ შორის სეისმური პლატფორმით.

დეპარტამენტის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა საინჟინრო დაწესებულებებში, მათ შორის შპს „ენერგოპრო“, შპს „საქართველოს მელიორაცია“, შპს „შტუკი“ და სხვა.