ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი
დეპარტამენტის მატერიალური ბაზა მოიცავს ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვლევის სასწავლო ლაბორატორიებს. რეალური ობიექტებისათვის გამოიყენება სტუს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია.
საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის პროექტირება, რომლის მშენებლობა გათვალისწინებულია 2018 წელს. ლაბორატორია განკუთვნილია ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სტატიკური და სეისმური კვლევების, ტალღური და კალაპოტური პროცესების, ასევე წყლის ლაბორატორიული კვლევებისათვის. ლაბორატორია აღჭურვილი იქნება კვლევის უახლესი დანადგარებით, მათ შორის სეისმური პლატფორმით.