2019 წლის 18 აპრილი 2019-05-02T16:44:19+04:00

     2019 წლის 18 აპრილს დეკანის დ.გურგენიძის დავალებით სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ფაკულტეტის დეპარტამენტებისა და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებთან. შეხვედრა გახსნა დეკანის მოადგილემ ი.ქადარიამ. მან აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბელასტოკის ტექნიკურ უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის თანამშრომლობა. მხარეთა შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად ფაკულტეტზე პირველად შესაძლებელი გახდა სადოქტორო პროგრამის სტუდენტთათვის საერთაშორისო გრანტში მონაწილეობა. გრანტი ამოქმედდება 2019 წლის დეკებრიდან და დასრულდება 2020 წლის სექტემბერში. პოლონეთის მხარე უზრუნველყობს სრულ დაფინანსებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილია 15 ადგილი. მოკლევადიან გრანტში მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.