ცხადდება კონკურსი თურქეთის რესპუბლიკის მიერ შემოთავაზებულ 2023 წლის
სასტიპენდიო პროგრამებზე, სადაც განაცხადის გაკეთება შეუძლიათ
ქართველ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერებს.
“თურქეთის სტიპენდიებზე” დარეგისტრირება უფასოა და
შესაძლებელია ელექტრონულად, “თურქეთის სტიპენდიების” ვებგვერდზე.