2023წლის 02-03 აპრილს ქალაქ ლარნაკაში (კვიპროსი) ჩატარდა საერთაშორისო
მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე“.
კონფერენცია მომზადდა ეკონომიკური კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის, ნიქოზიის უნივერსიტეტის (კვიპროსი),ვარმიის უნივერსიტეტის
(პოლონეთი), ბათუნის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ძალისხმევით.
კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო სამშენებლო ფაკულტეტის, მშენებლობის
ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორმა ქეთევან მდინარაძემ
მოხსენებით „საინფორმაციო ტექნოლოგიები მშენებლობაში: მისი გავლენა
მშენებლის პროფესიაზე“.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდა რეცენზირებად და რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში „ეკონომიკა და ფინანსები“ (ISSN 2587 – 5000). კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.