საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის თანადგომით 2023 წლის 10 ივნისს ჩატარდა გასვლითი ლექცია-სემინარი პროფ. მედეა ძოწენიძის ხელმძღვანელობით  ამავე ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში შპს „ინსი“-ს და შპს „ჯავა“-ს სამშენებლო ობიექტებზე.
სტუდენტები დაესწრნენ თეატრის ძველი შენობის, მუსიკალური სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მსვლელობას, ისტორიული ნაგებობების აღდგენით სამუშაოებს და წყლის გაწმენდის თანამედროვე მოწყობის სამუშაოებს. ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვაზე იზრუნა პროფ. თ. ნარეკლიშვილმა, პროექტის ხელმღვანელმა ბ. გუმბერიძემ და სამუშაოთა მწარმოებელმა დ. მანაგაძემ.

2023-06-20T12:20:58+04:00