2023 წლის 10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო
ფაკულტეტის საგზაო დეპარტამენტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების ჯგუფი (ჯგ.1970 და ჯგ.1975) პროფესორების: კოსტანტინე მჭედლიშვილის და თენგიზ პაპუაშვილის ხელმძღვანელობით – სულ 15 პირი, გაემგზავრა სასწავლო ექსკურსიაზე საქართველოს სამხედრო გზის ნატახტარი-მლეთის მონაკვეთზე არსებული საავტომობილო გზის ელემენტების და ხელოვნური ნაგებობების დათვალიერების მიზნით, რომლებიც დამახასიათებელია რთული მთაგორიანი პირობებისათვის.
ჯგუფს უსაფრთხოების დეტალები და აღჭურვილობა გააცნო უსაფრთხოების ოფიცერმა.
დათვალიერებული იქნა ანანურთან მრავალმალიანი წინასწარდაძაბული რკინაბეტონის ჭრილკოჭოვანი ვიადუკი, ბურჯების სიმაღლთ 45-47 მეტრი.
ჯგუფმა აგრეთვე დეტალურად დაათვალიერა ფასანაური-მლეთის მონაკვეთზე არსებული
ღვარცოფსაშიში ხევების გადაკვეთის ადგილები და ღვარცოფსაშვებები.
დათვალიერებულ იქნა მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე არსებული საგზაო ვაკისის ნაპირსამაგრი
დამცავი ნაგებობები.
ექსკურსიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა კობი-ქვეშეთის მშენებარე გვირაბის
დეტალური დათვალიერება.
გვირაბმშენებლებმა, სტუ-ს კურსდამთავრებულის ნუგზარ მირიმანოვის და ორი ჩინელი სპეციალისტის შემადგენლობით უზრუნველყვეს მშენებარე ობიექტის დეტალური დათვალიერება. სტუდენტები გაეცნენ გვირაბის პორტალის და აშენებული გვირაბის სამაგრის კონსტრუქციას 6 კმ მანძილზე. დაათვალიერეს გვირაბგამყვანი უნიკალური 15 მეტრის დიამეტრის მქონე დანადგარი.
მუშაობის პროცეს ვიდეო და ფოტო გადაღებით დააფიქსირეს გვირაბის კონსტრუქციები და სამაგრის დეტალის მონტაჟის პროცესი. გაეცნენ მარკშეიდერულ ჯგუფის საქმიანობას და დეტალურად დაათვალიერეს გვირაბის სამაგრის კონსტრუქციების რკინაბეტონის მასივების დამზადების პროცესი, გამოყენებული მასალები და მექანიზმები.
ექსკურსიის შემდეგი ნაწილი დაეთმო სტეფანწმინდა – ლარსის მონაკვეთზე არსებული ორი საავტომობილო გვირაბის დათვალიერებას.