2022-11-28T21:54:27+04:00

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „ბაზალტ ფაიბერსი“-ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სასწავლო გეგმით 2022-2023 წლის პირველ სემესტრში გათვალისწინებული პრაქტიკის გასავლელად სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის II კურსის 2122120.2-1 ჯგ. 10 სტუდენტი, (დამატებით საკუთარი ინიციატივით პირველი კურსის 5 სტუდენტი) და პრაქტიკის სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორი თამაზ ხმელიძე, აგრეთვე ასოც. პროფესორი მაია ბარბაქაძე, ასოც. პროფესორი ნინო ბახტაძე, თანამშრომლები მედეა რჩეულიშვილი, ლეილა ბაზინიანი, მარი თებიძე, ვიტალი ტყაბლაძე, დოქტორანტები კახა მეგრელიშვილი და ქეთინო ჯერენაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით ეწვივნენ ქ. რუსთავში შპს „ბაზალტ ფაიბერსი“-ს ობიექტს. 

„ბაზალტ ფაიბერსი” 1998 წლიდან  აწარმოებს  ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს საკუთარი ტექნოლოგიით. მსოფლიოში ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს წარმოების ტექნოლოგიური განვითარების სამი  მიმართულებაა (მათ შორის ერთი ქართულია) და

ფუნქციონირებს მხოლოდ 7 წარმოება, რომელთა ამჟამინდელი საერთო  წარმადობა  არ აღემატება 3 ათას ტონას წელიწადში.

სტუდენტები დიდი ინტერესით გაეცნენ შპს „ბაზალტ ფაიბერსი“-ს ობიექტს.  ობიექტზე განლაგებულ საწარმოებს, ნახეს  ბაზალტის ქვის დნობით და ამ ნადნობის შემდგომი გამოწელვით მიღებული ბაზალტის ტექსტილური ბოჭკო, ბაზალტის არმატურა და არმატურის ბადე, დაჭრილი ბოჩკო, საიზოლაციო ქეჩა, ბაზალტის ლამინატი, გეოგრიდი.

საწარმოო საამქროს სრულყოფილად დათვალიერების შემდეგ ჩატარდა პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ „ბაზალტ ფაიბერსი“-ს დამფუძნებელი პაატა გოგოლაძე და პროფესორი თამაზ ხმელიძე. პრეზენტაცია გაგრძელდა რამდენიმე საათი და მიმდინარეობდა ჩვენი სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების აქტიური ჩართულობით