კონტაქტი:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
წყალმომარაგება, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა
და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი
მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68.
სტუ-ს I სასწავლო კორპუსი, ოთახი ბ-404
სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის
ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტი ფუნქციონირებს აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის ძირითადი მიმართულებებია: ამწე-სატრანსპორტო, სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო მანქანების და სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოთა მექანიკური მოწყობილობების, აგრეთვე სანავსადგურო სატრანსპორტო-ტექნოლოგიური საშუალებები (შემდეგში ასსსმ, სიმმ და სსტს).
მთავარი ამოცანა:
შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული სპეციალისტების მუშაობის ორგანიზაცია და განხორციელება ქვეყნის და საერთაშორისო მოთხოვნათა დონეზე დეპარტამენტის პროფილით.
ძირითადი ამოცანები:
- სახელმწიფო სტანდარტებით და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული დისციპლინების და სასწავლო კურსების სწავლების უზრუნველყოფა თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვით;
- დეპარტამენტის პროფილით შესაბამისი ფუნდამენტალური, საძიებო და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ორგანიზაცია და განხორციელება;
- მრავალდონიანი პროფესიული სისტემების განათლების ორგანიზაცია და განხორციელება დეპარტამენტის პროფილით;
- ქვეყანაში მეცნიერული და საინჟინრო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება დეპარტამენტის პროფილით.
ძირითადი ფუნქციები:
საგანმანათლებლო მოღვაწეობის მიმართულებები:
- საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო გეგმების დამუშავება (მათ შორის პროფესიული განათლების)
- სახელმძღვანელოების, დისციპლინების სასწავლო-მეთოდური კომპლექსების და სხვა მეთოდური ლიტერატურის მომზადება და წარდგენა;
- სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მეცადინეობის ჩატარება;
- დამოუკიდებელი სამუშაოების ჩატარება;
- სტუდენტთა მოსწრების შუალედური კონტროლი;
- დოქტორანტებისა და მაგისტრანტების საკვალიფიკაციო ნაშრომებზე კონტროლი და დასკვნების გაკეთება.
საკვლევ-სამეცნიერო მიმართულება:
- შესრულებულ საკვლევ-სამეცნიერო სამუშაოებზე ანგარიშის წარდგენა;
- სამეცნიერო-მეთოდური და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
- მონოგრაფიებზე, სამეცნიერო სტატიებზე, დისერტაციებზე რეცენზიების მომზადება;
- დოქტორანტურაში ჩასარიცხი კანდიდატურების შერჩევა;
- მაგისტრანტების და დოქტორანტების მუშაობის ინდივიდუალური გეგმების განხილვა;
- მაგისტრანტების და დოქტორანტების პერიოდული ანგარიშების მოსმენა;
- მაგისტრანტების და დოქტორანტების საკვალიფიკაციო ნაშრომებზე დასკვნების გაკეთება.
დეპარტამენტი ვალდებულია:
- უზრუნველყოს თავისი ქმედების მაღალი ეფექტიანობა მასზე დაკისრებული ვალდებულებებით;
- არ დაუშვას შინა განაწესის ნორმების დარღვევა.
შემადგენლობა და სტრუქტურა:
- შემადგენლობა დამოკიდებულია სასწავლო დატვირთვის მოცულობაზე და სამეცნიერო კვლევის სპეციფიკაზე;
- დეპარტამენტს თავის სტრუქტურაში აქვს ლაბორატორიები საექსპერიმენტო სტენდებით, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, კომპიუტერული კაბინეტი.