ისტორია 2021-12-14T20:55:44+04:00

მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის  დეპარტამენტი

მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის №107 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2014 წელს ყოფილი სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის №23 კათედრის ბაზაზე. აღნიშნული კათედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი ინდუსტრიული  ინსტიტუტის შემადგენლობაში 1934 წლიდან ფუნქციონირებს. თავისი არსებობის პერიოდში პედაგოგ–მასწავლებელთა რამოდენიმე თაობა შეიცვალა. სამწუხაროდ, მათგან ბევრმა დაგვტოვა კარგი სახელით, სასახელო საინჟინრო, სამეცნიერო და პედაგოგიური ბიოგრაფიით. მათ შორის არიან: ივანე გაბუნია, ივანე შჩუკლინი, ნიკოლოს მატვეევი, ნიკოლოზ თუხარელი, ნიკოლოზ კორინთელი, შალვა სირაძე, შალვა დობორჯგინიძე, ივანე ბეთანელი,  აბესალომ ჭანტურია, ჯემალ ჩოგოვაძე,  ჟანა კომპანიონი, ირაკლი კაკულია, ოთარ ცინცაძე, კობა მაევსკი, ლეილა შარაშენიძე, რიჩარდ კაკაურიძე, გელა სადუნიშვილი, ვანო დეკანოზიშვილი, ქეთევან ქოლაშვილი, ქეთევან დარიალაშვილი, ალბერტ ჯიბლაძე და  სხვები.

კათედრა 1963 წელს ორად გაიყო და შეიქმნა მეორე „სამშენებლო წარმოების, ტექნოლოგიისა და საშენი მასალების“ №75 კათედრა.

სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის და მართვის კათედრას სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მეცნიერები: ივანე შჩუკლინი, ნიკოლოზ მატვეევი, დიმიტრი ჩოგოვაძე, აბესალომ ჭანტურია და ჯემალ ჩოგოვაძე. ამჟამად დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი ელინა ქრისტესიაშვილი. დეპარტამენტში მოღვაწეობენ,  პროფესორები: ელინა ქრისტესიაშვილი, გრიგოლ ხოფერია, მურმან ბაქრაძე, თემურ ამყოლაძე და  ვახტანგ ბალავაძე, ასოცირებული პროფესორები: ლეილა ქრისტესიაშვილი, კობა ჯინჭარაძე და მედეა ძოწენიძე, ასისტენტ პროფესორები:  ია ხართიშვილი და ლევან ბოგვერაძე, ასისტენტი ირაკლი გოგოლაძე. ასევე, მოწვეული ასოცირებული პროფესორი დავით ბაქრაძე, მოწვეული მასწავლებლები: მარიამ ვარდიაშვილი და მარიამ გიორგაძე და ემერიტუსები: რევაზ მახვილაძე, რაულ პატარაია და  გურამ ცინცაძე.

მათ მიერ იკითხება შემდეგი საგნები ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

  • მშენებლობის ორგანიზაცია და მართვა;
  • მშენებლობის ეკონომიკა;
  • მშენებლობის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • მშენებლობის მარკეტინგი;
  • ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა;
  • სამშენებლო პროექტების მართვა;
  • დაკრედიტება და დაფინანსება მშენებლობაში;
  • უძრავი ქონების შფასება და მართვა;
  • სამშენებლო ბიზნესი და ფინანსები;
  • საგადასახადო პოლოტიკა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და ფისკალური პოლიტიკა;
  • სტრატეგიული მენეჯმენტი;
  • მარკეტინგია მენეჯმენტი;
  • ლოგისტიაკა;
  • ინოვაციური ტექნოლოგიების მენეჯმენტი მშენებლობაში და სხვა საგნებში;

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მშენებლობის მენეჯმენტი არის მეცნიერებისა და ტექნიკის სფერო, რომელიც შეისწავლის ნებისმიერი სახის მშენებლობასთან დაკავშირებულ დაპროექტების, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, დაფინანსება–დაკრედიტების, მენეჯერული, მარკეტინგული საქმიანობისა და სხვა საკითხებს, როგორც ახალი მშენებლობის, ასევე არსებული შენობა–ნაგებობების ექსპლუატაციის პირობებში. ამიტომაც №107 დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობით საპროექტო და  საექსპერტო საქმიანობაში, ითვლებიან მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და ხშირად იწვევენ სხვადასხვა სამშენებლო–ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა–მოგვარების საჭიროებით.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მშენებლობები ძირითადად ინვესტიციური და კრედიტული სახსრებით ხორციელდება, ყოველწლიურად იზრდება ინვესტიციური დაბანდებები, როგორც ახალი ობიექტების, ასევე ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების განახლება–რეკონსტრუქციის ხაზით. შენდება ახალი სამრეწველო ობიექტები, საკურორტო და სპორტული–გამაჯანსაღებელი კომპლექსები. დასახულია სამომავლო გეგმები  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებების, ჰიდროტექნიკური, მელიორაციული და სხვათა მშენებლობების განხორციელების მიმართულებითაც. რასაც შესაბამისი პროფილის კვალიფიციური საინჟინრო კადრებთან ერთად, მშენებლობის მენეჯმენტის განათლების მქონე სპეციალისტებიც ესაჭიროება.

საქართველოში ყველა სამშენებლო მიმართულებას განვითარების უდიდესი პერსპექტივები გააჩნია. ნებისმიერი ახალი სამშენებლო წამოწყების განხილვა ეკონომიკურ ჭრილში იწყება. წამყვანი სამშენებლო დეველოპერული ფირმები ამჟამად ეკონომისტ–მენეჯერების  ნაკლებობას განიცდიან, რის გამოც ბოლო წლებში მათი ფინანსური ჩავარდნები არასწორმა ეკონომიკურმა გათვლებმაც გამოიწვია.

როგორც აღინიშნა, დღევანდელ პირობებში მშენებლობები ძირითადად ინვესტიციების მოზიდვით ხორციელდება. ინვესტიცია გულისხმობს კაპიტალის გრძელვადიან დაბანდებას ქვეყნის სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ინვესტორისთვის მოგების მიზნით. ინვესტორში იგულისხმება კერძო პირი,  წარმატებული კომპანია ან ბანკი. კერძო პირი ან წარმატებული კომპანია საკუთარი სახსრების ჩადებით საზღვრავს თავის საქმიანობას და საინვესტიციო რისკის საფასურად ფიქრობს ფინანსურ წარმატებაზე, ხოლო ბანკი ძირითადად  კრედიტების გაცემას აწარმოებს.

მშენებლობაში „საინვესტიო ციკლი“ მოიცავს  პროცესებს დაპროექტებისა და მშენებლობის დაწყებიდან მისი ექსპლოატაციაში ჩაბარებამდე.

მშენებლობა ხანგრძლივი პროცესია და თავის თავში მოიცავს უამრავი სამეურნეო ორგანიზაციის (ფირმებს) შეთანხმებულ მოქმედებას. ერთი რგოლის ამოვარდნაც კი დაუყოვნებლივ უარყოფითად აისახება მთლიანად მშენებლობაზე. სამშენებლო ორგანიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვანია სამუშაოთა დროული  დამთავრება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყოველი გადაცილებული დღე ზრდის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და კონტრაქტით დადგენილ ფიქსირებულ თანხას. ეს მომენტი დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ორგანიზაციის სახსრების მოძრაობაზე, რაც განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება იმ ფირმებზე,  რომელთაც მშენებლობისთვის საჭირო თანხები ბანკიდან აქვთ გამოტანილი – მათზე დასარიცხი საურავის ყოველდღიური  ზრდის გამო.

ინვესტირების პროცესში საკვანძო ადგილი უკავია დროს. თუ მოხერხდა მშენებლობის ვადების შეკვეცა და თანხების ამოღების ვადების შემცირება, კრედიტით აღებული ვალდებულებები სრულდება. მშენებლობის დადგენილი ვადების გადაცილება საბანკო საურავის გაზრდის შედეგად არღვევს წინასწარი გათვლისგან დაგეგმილ მოგებას და ხშირად კრედიტორის კრახით მთავრდება. მის მიერ ბანკში ჩადებული ქონება კი ბანკის განკარგულებაში გადადის.

როგორც  წესი, ბანკი ჩადებულ ქონებას აფასებს და გირაოში იღებს  ნომინალური ღირებულების 40%–ის ფარგლებში, რაც ბანკს მოსალოდნელი შედეგებისაგან რისკის გარეშე იცავს.

თანამედროვე სწრაფცვალდებად ფინანსურ სამყაროში უაღრესად დიდი მნიშვნებლობა ენიჭება საინვესტიციო პროცესების სწორად მართვას. ეს მომენტი თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროსათვის, როგორც სახელმწიფო მეურნეობის  სხვადასხვა დარგების, ასევე მშენებლობის ნებისმიერი მიმართულებებისათვისაც.  ცხადია აღნიშნული თანამედროვე მოთხოვნილებების დონეზე საჭიროებს შესაბამის ქმედებებს კვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომელსაც ჩვენი №107 დეპარტამენტი ამზადებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ სამშენებლო საქმიანობის აღმავლობა განსაზღვრავს ქვეყნის კეთილდღეობის დონესაც. მშენებლობაში დასაქმებული და ინვესტიციების განმკარგავი სპეციალისტი ფინანსური ნაკადების მოძრაობის გარდა  უნდა ფლობდეს საინჟინრო ხელოვნებასაც. მასალა ნაკეთობათა და კონსტრუქციული ელემენტების გაანგარიშებას და გამოყენებას ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები შეასწავლიან, ხოლო ეკონომიკურ–მენეჯერულ უნარ–ჩვევების გამომუშავება უნდა ხდებოდეს ეკონომიკური დისციპლინების გაღრმავებული შესწავლით თანამედროვე მსოფლმხედველობითი კონცეფციების დონეზე, რასაც ჩვენი №107 მიმართულება უზრუნველყოფს.

პროზაული შედარებით არქიტექტორი შენობების შემომქმედი ანუ დედაა, კონსტრუქტორი – მამად გვევლინება, ხოლო აღმშენებლი მენეჯერია, რომელიც ინვესტორს არწმუნებს ჩანაფიქრის განხორციელებაში, ანუ ხელს უწყობს ქაღალდზე აღბეჭდილ პირმშოს დავაჟკაცებასაც.

მშენებლობის ყველა სფეროში დასაქმებულ სპეციალისტს  (სამოქალაქო, სამრეწველო, ენერგეტიკული, სარკინიგზო, და ა.შ.) ასევე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებითაც (სამეწარმეო ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები, საბანკო საქმე, საშუამავლო ოპერაციების, ინოვაციები, სადაზღვევო და საგადასახადო საქმე და სხვა), უნდა გააჩნდეს ღრმა თეორიული ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი, ფლობდეს ტექნიკურ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ერკვეოდეს მშენებლობის  სახეებას და ორგანიზაციის მართავში შესაბამისი უნარ–ჩვევებით და კარგად გათვიცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობით, ფლობდეს საქმიანი მოლაპარაკებების წესებს, შეეძლოს კომპლექსური პრობლემების ამოცნობა, მათი იდენტიფიცირება და გადაჭრა შესაბამისი ცოდნისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით.

სამშენებლო მენეჯმენტში დასაქმებული  სპეციალისტების მიმართ, ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნილებები გულისხმობენ სასწავლო დაწესებულებებში მიღებული პროფესიონალური უნარ–ჩვევების გაღრმავება და განმტკიცებას.