სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2018-07-10T20:08:38+04:00

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის  სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანგარიში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს 2010 წლიდან და თავის საქმიანობას ანხორციელებს სტუ-ს აკადემიური საბჭოს №260, 04.06.2016წ. დადგენილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს №12, 23.06.2010წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

დებულების თანახმად ცენტრი თავის საქმიანობას ანხორციელებს თვითდაფინანსების პრინციპზე დაყრდნობით სამეურნეო ხელშეკრულების საფუძველზე. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებულია სამშენებლო ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შესაბამისი პროფილის სპეციალისტების ინტელექტუალური რესურსები.

განვლილი პერიოდის განმავლობაში ცენტრის მიერ შესრულებულია რიგი სამუშაოები, როგორც ქ. თბილისში მდებარე ობიექტებზე ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მშნებარე სამრეწველო-სამოქალაქო და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტებზე.

მათ შორის შეიძლება გამოყოფილი იქნეს:

ქ. თბილისში მშენებარე ობიექტებზე, „თბილისი რეზიდის“ კომპლექსი, ბ.მ.ა. „დიდგორი-2006“, სს „პარკ-თაუნი“,  „მეტრა პარკი“, შპს „მ2“ შპს „თამარაშვილის 13“ -იპოდრომის ტერიტორია, ჭავჭავაძის 64-ში მდებარე მშენებარე  სასტუმრო „ჰილტონი“, შპს „აქსისი“,  „საირმე პალასი“,  შპს „აკად. გ. ჩაფიძის კლინიკა“,  „unix construction and development  group”.,  შპს „ასტორია“ – ქ. თბილისში ჩიტაძის ქ. მდებარე ისტორიული შენობის მზიდი კონსტრუქციების, საძირკვლის გამოკვლევა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი „ივერიისა“ – მახათას მთის საეკლესიო – სამონასტრო კომპლექსის არმატურის, ბეტონის, რკინაბეტონის კონსტრუქციის კონტროლი, სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  დაკვეთით  ასფალტობეტონის საფარის აზომვა და ფართობის დადგენა, საქართველოს პროკურატურის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების შესრულება.

ქ. ბათუმი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შავი ზღვის ჰილტონის საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის კონსტრუქციების გამოკვლევა, ქ. წყალტუბოში სასტუმრო „მეშახტე“, წყალტუბოს ცენტრალური პარკის და მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ქ. ქუთაისში – მრავალპროფილიანი საავადმყოფოს კომპლექსის გამოკვლევა, დ. გუდაურში – სასტუმრო „გუდაური“, ქ. ბორჯომში – სავაჭრო საოფისე ცენტრის კონსტრუქციების გამოკვლევა, შპს „გზა“ – ქ. ბათუმის  საქალაქთაშორისო ავტოსადგურის საძირკვლის მოწყობის ექსპერტიზა, შპს „ვაკო“ – ქ. ქუთაისი, ელექტროგადამცემი დგარების არმირების გამოკვლევა, შპს „ვერტიკალი“ – საბაჟო გამშვები პუნქტის სავალი ნაწილის ბეტონის სიმტკიცის დადგენა,  შპს „მშენებელი 80“ – ქ. გორის, სალთვისის მიმყვანი არხის ბეტონის სიმტკიცის კონტროლი, შპს  „ახალი გზა“ – ნორიოს  ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარის შეფასება;

საავიაციო უნივერსიტეტის – ქ. თელავის აეროპორტის ასფრენ-დასაფრენი ბილიკის გამოკვლევა, შპს „კაპიტელი“ – ქ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არსებული მეტეო დაკვირვების შენობის ქვეშ არსებული ბუნკერის მზიდუნარიანობის გამოკვლევა;

ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამოკვლევა: „ხრამჰესი-1“, „რიცეულა ჰესი“,  „ენგურჰესი“, შპს „alter energy” – ჰოდროელექტროსადგურის სამუშაოების  საავტორო ზედამხედველობა – „მტკვარი ჰესი“;

შესრულებულია სამუშაოები ასევე უცხოურ ქვეყნებში დარეგისტრირებული კომპანიების დაკვეთით. მათ შორის აღსანიშანვია  შპს „Mott Macdonald“ („მოთ მაგდონალდი“ რესპუბლიკური საავადმყოფო), შპს „Proshyan Brandy Factory“ (ერევნის კონიაკის ქარხანა), შპს „Nord East Progeti S.r.l.“ – თბილისი-რუსთავი კმ 4+000 კმ 10+755 მონაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის გამოკვლევა, სს „Hualingis“ დაკვეთით, ყოფილი ეკონომიკის სამინისტროს გამოკვლევა.

ცენტრის მიერ განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის  და სს „თელასის“ თანამშრომლების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგი.

მიმდინარე 2016 წლის პერიოდში შესრულებული სამუშაოების საერთო მოცულობა უახლოვდება 400000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ცენტრის სამუშაოებში დასაქმებულნი არიან, როგორც ფაკულტეტის წამყვანი სპეციალისტები, ასევე ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტები და დოქტორანტები.

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,

სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო,

სამეცნიერო-კვლევითი

ცენტრის ხელმძღვანელი                                                                              ვ. დვალიშვილი

დებულება

გალერეა თბილისი

ეკონომიკის სამინისტრო

ლაბორატორია

წყალტუბო

ხრამი