საგზაო დეპარტამენტი 2019-06-18T17:47:01+04:00

სტუ-ს სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საგზაო სექცია

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობის განრიგის შესაბამისად, საგზაო სექციაზე კონფერენცია ჩატარდა 2019 წლის 12 ივნისს. მომხსენებელთა გარდა, საგზაო სექციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტთაშორისი საგზაო დეპარტამენტის სტუდენ ტები და პროფესორ-მასწავლებლები. საგზაო სექციაზე მუშაობდა კონფერენციის კონკურსის შედეგების შემაჯამებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე – ნუგზარ რურუა – პროფესორი;
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ბორის მაისურაძე – პროფესორი;
კომისიის წევრები:
კონსტანტინე მჭედლიშვილი – პროფესორი;
თენგიზ პაპუაშვილი – პროფესორი;
ხვიჩა ირემაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
გივი დათუკიშვილი – ასოცირებული პროფესორი;
კომისიის მდივანი – მანუჩარ შიშინაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
დემეტრე ჯანჯალაშვილი – სტუდენტი – ჯგ.#1575.

საგზაო სექციის მუშაობა გახსნა საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ნუგზარ რურუამ. კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე მან დიპლომებით დააჯილდოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული სტუდენტები მორის მელია, საბა წიქარიშვილი და ჯაბა ჯინჭარაძე.

სულ მოსმენილ იქნა 19 მოხსენება, მათგან 4 ბაკალავრიატის სწავლების სტუდენტის, 10 – მაგისტრანტის და 5 – დოქტორანტის. მონაწილეებმა მოხსენებები საპრეზენტაციო მასალების თანხლებით წარმოადგინეს, შემდეგ კი უპასუხეს კომისიის წევრების და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
მოხსენებები ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა:

  1. ნაშრომის აქტუალურობა;

  2. ნაშრომში დასმული საკითხის ავტორისეული გადაწყვეტა და დასკვნების

    დასაბუთება;

  3. დისკუსია ჟიურის წევრებთან;

  4. მომხსენებლის გადმოცემის უნარი.

კომისიამ მონაწილეებს მოუსმინა და ერთმანეთის დამოუკიდებლად, სწავლების შესაბამისი საფეხურების მიხედვით გამოავლინა სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საგზაო სექციის გამარჯვებული სტუდენტები:
ბ ა კ ა ლ ა ვ რ ი ა ტ ი
I ადგილი – დავით ხოშტარია
II ადგილი – ილია ლომიძე
III ადგილი – არჩილ ქურასბედიანი
მ ა გ ი ს ტ რ ა ტ უ რ ა
I ადგილი – ჯაბა ჯინჭარაძე
II ადგილი – ალექსანდრე შველიძე
III ადგილი – ზურა ფირცხალავა
დ ო ქ ტ ო რ ა ნ ტ უ რ ა
I ადგილი – ——
II ადგილი – ——
III ადგილი – ——

ფაკულტეტთაშორისი საგზაო დეპარტამენტი ულოცავს სტუდენტებს კონფერენციაში
მონაწილეობას, გამარჯვებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.