ინფორმაციას დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ 2020-12-02T21:51:29+04:00
        გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Dresden) და Boysen კვლევების ტრეინინგჯგუფი (Boysen Research Training Group) ტრანსპორტის პრობლემებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას „1-ლი მობილობა გარდამავალ ეტაპზე“ (1st Mobility in Transition Summer School).

საზაფხულო სკოლა გაიმართება დრეზდენში, 2021 წლის 19-23 ივლისს.

სკოლაში განხილული იქნება მომავალი მობილობების შესაძლებლობები ინტერდისციპლინარულ ჭრილში.

მონაწილეობის გადასახადი:

  • მაგისტრატურის სტუდენტებისთვის – 100 €
  • PhD სტუდენტებისთვის – 200€
  • ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის – 250 €

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები (3 ECTS).

სააპლიკაციო განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: boysen-tud-summerapl@tu-dresden.de, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.