სამშენებლო ფაკულტეტს ილია მართლის და ვლადიმერ კომაროვის სახელობის სკოლების უფროსკლასელები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო საექსპერტო და საგამოცდო: მშენებლობის, ხიდსაცდელ და სამშენებლო მანქანების ლაბორატორიებს.
ლაბორატორიის თანამშრომლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს თითოეული დანადგარის მუშაობის პრინციპი და მათი თანდასწრებით ჩაატარეს ცდები, უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს.
სტუმრებთან შემაჯამებელი შეხვედრა შედგა სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში, მისი დათვალიერების შემდეგ კი მოსწავლეებს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშენებლობის როლს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორიაში, არსებულ პრობლემებსა და
მათი აღმოფხვრის გზებს. პროფესორ-მასწავლებლებმა ისაუბრეს ფაკულტეტის როლზე მშენებლობაში და
მის წარმატებულ კურსდამთავრებულებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან ცნობილ სამშენებლო ფირმებში.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ.
შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის, საინტერესო და დინამიური.

2023-05-10T16:35:58+04:00