საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები 2023 წლის 10 ივნისს  დეკანის მოადგილის ზურაბ ციცქიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ სამშენებლო კომპანია „კ სამი“-ს მშენებარე ობიექტზე, სადაც სამშენებლო ქვაბულში პროექტის მიხედვით ხდება 19მ-ის სიღრმეში ხიმინჯების ჩასმა-ჩაბეტონება.
ობიექტზე უსაფრთხოების ზომების შესრულებაზე და გაცნობაზე იზრუნა უსაფრთხოების ოფიცერმა გ. შუბითიძემ.  
სამუშაოთა მწარმოებელმა ბ. შათირიშვილმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო საპროექტო ნახაზების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოები და ადგილზე აჩვენა თითოეული პროცესის თანამიმდევრობა.
სტუდენტთა შეკითხვებს კვალიფიციური პასუხები გასცეს სამუშაოთა მწარმოებელმა და მისმა თანაშემწემ ნ. ხადურმა. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის, საინტერესო და დინამიური.

2023-06-12T13:23:56+04:00