21 ნოემბერს საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის და ფაკულტეტების ორგანიზებით სტუ-ს უცხო ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებისათვის მოეწყო ექსკურსია: მცხეთაში (სვეტიცხოველი) და ანანურში. ღონისძიებაში ჩართული იყო სამშენებლო ფაკულტეტის 6 უცხოელი სტუდენტი. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა გაიცნეს ერთმანეთი, დაათვალიერეს საქართველოს უძველესი კულტურული ძეგლები და კმაყოფილები დაბრუნდნენ დედაქალაქში, მომავალში ისევ ერთად შეკრების იმედით.