სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამა „მშენებლობის“ სწავლების მესამე წლის სტუდენტები გადანაწილდებიან კონცენტრაციებზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის პირველი ხუთი სემესტრის შედეგების მიხედვით შემდეგნაირად:
სტუდენტი თვითონ ავსებს განცხადების ფორმას მისთვის სასურველი კონცენტრაციების მიხედვით 1, 2, 3, 4, …..9. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკურსში მოუწევს მონაწილეობის მიღება, პირველ რიგში დაკმაყოფილდება უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, ხოლო დანაჩენი მონაწილეობას მიიღებს მეორე რიგით დასახელებულ კონცენტრაციაზე, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება აკადემიური მაჩვენებელი. კონკურსის შემთხვევაში დაბალი აკადემიური მაჩვენებლის მქონე სტუდენტები კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მის მიერ არჩეულ მომდევნო რიგით კონცენტრაციაზე და ა.შ.
სამშენებლო ფაკულტეტზე ბაზაში არსებულ საკონტაქტო მობილურის ნომრებზე გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინება.
2023 წლის 19 აპრილიდან 2023 წლის 19 მაისის მდგომარეობით ზემოთ აღნიშნული პროცედურების გაუვლელი სტუდენტები მექანიკურად გადანაწილდებიან კონცენტრაციებზე ვაკანტური ადგილების მიხედვით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება.
კონცენტრაციის მიხედვით კვოტები ადამიანური რესურსების გათვალისწინებით მოცემულია ცხრილის სახით (დანართი 1).