სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC 2018
2018 წლის 8-9 დეკემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული “ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემები“-ს შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ჩატარდა ნიკო ნიკოლაძის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია „SIUEC – 2018“, კონფერენციაში მონაწილეობდა 5 უნივერსიტეტის 102 სტუდენტი.
8 დეკემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა პლენარული სხდომა, რომლის შემდგომ მუშაობა წარიმართა 4 თემატურ სექციაში.
ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის შემდეგმა სტუდენტებმა:
-
II კურსის დოქტორანტმა რევაზ სიხარულიძემ. ხელმძღვანელი პროფესორი მურმან ბაქრაძე.
თემა: „მრავალსართულიანი შენობებისათვის ენერგოეფექტური სამფენიანი სართულშუა გადახურვის ფილების ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტურობა“;
-
III კურსის დოქტორანტმა დავით ზაქაშვილმა. ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ მახვილაძე.
თემა: „შენობების სერთიფიცირება და გამკაცრებული მოთხოვნები მათი დაპროექტებისა და ექსპლოატაციაში მიღებისას“;
-
I კურსის მაგისტრანტმა ლიკა ნოზაძემ. ხელმძღვანელი პროფესორი მურმან ბაქრაძე.
თემა: „სამეწარმეო გარემოს განვითარების ტენდენციები საქართველოში“;
-
I კურსის მაგისტრანტმა ლანა მჭედლიშვილმა. ხელმძღვანელი პროფესორი გრიგორ ხოფერია.
თემა: „ურბანული მიწის ნაკვეთების ღირებულებითი მართვის ასპექტები მშენებლობის დარგის მდგრადი განვითარებისა და ეფექტური ეკონომიკური მართვის გადაწყვეტილებისათვის“;
-
I კურსის მაგისტრანტმა ანი კაიშაურმა. ხელმძღვანელი პროფესორი გრიგორ ხოფერია.
თემა: „ეკონომიკური მართვის ინდიკატორების სისტემების დამუშავების აუცილებლობა დეველოპმენტის საინვესტიციო პროექტის ეფექტურობის დასაბუთებისათვის“;
-
I კურსის მაგისტრანტმა ნინო მამისაშვილმა. ხელმძღვანელი პროფესორი ელინა ქრისტესიაშვილი.
თემა: „დანაკარგები მშენებლობაში და მათი საგადასახადო ხარჯად აღიარების პრობლემები“;
-
IV კურსის ბაკალავრმა გიორგი ლეჟავამ. ხელმძღვანელი პროფესორი გრიგორ ხოფერია.