2020 წლის 27-29 აგვისტოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს მექანიკოსთა კავშირის“ XI ყოველწლიური
საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. სამდღიანი სამეცნიერო სესიის მიზანი იყო მექანიკაში არსებული პრობლემების წარმოჩენა და გადაჭრა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში 4 ქვეყნის 100-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი ჩაერთო. კონფერენციის თემატიკა გადმოცემული იყო ოთხ სექციაში: 1. მყარი დეფორმად სხეულთა მექანიკა – თავმჯდომარე: თამაზ ვაშაყმაძე, რომან ჯანჯღავა; 2. ჰიდროაერომექანიკა – დრეკად, მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები – თავმჯდომარე: თამაზ ობგაძე, ივანე საღინაძე; 3. გამოყენებითი მექანიკა – თავმჯდომარე: დავით გურგენიძე, გელა ყიფიანი; 4. ანალიზის მონათესავე საკითხები – თავმჯდომარე: ვახტანგ კვარაცხელია,
მარინა მენთეშაშვილი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები:
• საქართველოს მექანიკოსთა კავშირი;
• საქართველოს ეროვნული კომიტეტი თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში;
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტიდან
წარგზავნილი იყო 16 მოხსენებათა თეზისი (დ.გურგენიძე, გ.ყიფიანი, თ.მაღრაძე,
გ.ბაძგარაძე, ე.აბრამიძე, ლ.ბალანჩივაძე, ა.ჩარჩხალია, ჯ.გიგინეიშვილი,
ე.ქრისტესიაშვილი, ლ.ქრისტესიაშვილი, მ.ძოწენიძე, ფ.ვერულაშვილი,
გ.ხუხუნაიშვილი, ა.ტაბატაძე, ლ.ჯიქიძე, ბ.ჭურჭელაური).