წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი
წყალმომარაგება, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტში მუშავდება მრავალრიცხოვანი სამეცნიერო საკვლევი სამუშაოები როგორც საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო გრანტების დაფინანსებით.
მუშავდება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „საქართველოს ფორმალურ/არაფორმალურ პროფესიული განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირების გაღრმავება ცხოვრების მანძილზე სწავლების კონტექსტში“, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ.
ასევე მუშავდება პროექტი #135: „აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობის გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში“ (ACCES)
დონორი: ავსტრიის სააგენტო საერთაშორისო თანამშრომლობა განათლებასა და კვლევაში OeAD-GmbH – ავსტრიის თანამშრომლობის პროგრამა უმაღლესი განათლებას და კვლევის განვითარებისათვის (APPEAL).
დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციებში და სიმპოზიუმებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
დეპარტამენტის 5 თანამშრომელი არჩეულია საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად. დეპარტამენტის 1 წევრი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტია.
დეპარტამენტის – 6 თანამშრომელი დაჯილდოებულია სხვადასხვა ხარისხის ორდენებით
(ღირსების), და მედლებით. მათ შორის 3 არის უმაღლესი განათლების სამინისტროს სპეციალური პრემიის მფლობელი.